უცხოეთი
კონგრესმა „ბენღაზის საქმეზე“ ანგარიში გამოაქვეყნა
დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმის შედეგად შეერთებული შტატების 4 მოქალაქე დაიღუპა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ე.წ. ბენღაზის საქმეზე საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
რესპუბლიკელების მიერ წარდგენილ საბოლოო რვაასგვერდიან ანგარიშში ნათქვამია, რომ ობამას ადმინისტრაციამ და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ლიბიაში წარმოდგენილი დიპლომატიური მისიის დაცვა სათანადოდ ვერ მოახერხეს. რესპუბლიკელებმა ჰილარი კლინტონსა და მის გუნდს სამარცხვინო უწოდეს.
აღნიშნულ დოკუმენტს გაემიჯნენ დემოკრატები და მას პოლიტიკური შურისძიების კვალიფიკაცია მიანიჭეს.
შეგახსნებთ 2012 წლის 12 სექტემბერ ლიბიაში ამერიკულ დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმის შედეგად შეერტებული შტატების 4 მოქალაქე დაიღუპა

Print