უცხოეთი
თურქეთში გლოვა გამოცხადდა

ქვეყნის მასშტაბით ყველა სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

თურქეთში დღეს ეროვნული გლოვის დღეა გამოცხადებული.  მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

თურქეთში გლოვის გამოცხადებას2016 წლის 28 ივნისს, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ საზარელ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობამ გამოაცხადა

ბოლო ინფორმაციით, რომელიც სტამბოლის მთავრობამ გაავრცელა, ათათურქის აეროპორტზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია 41 და დაშავებულია 239 ადამიანი.

Print