უცხოეთი
სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია 36 ადამიანი და 147 დაშავებულია
აფეთქება ადგილობრივი დროით, 22:15 საათზე მოხდა
სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტების შედეგად  დაღუპულია  36 ადამიანი,
თურქეთის იუსტიციის მინისტრ ბექირ ბოზდაგის განცხადებით
, იუსტიციის სამინისტროს მიერ მონაცემები მოწმდება. ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით კი, აფეთქების დროს 36  ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 147 დაშავდა.

„ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 50-ს აღწევს. მათი ვინაობა დგინდება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 147 მოქალაქე“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თურქეთის ყველაზე დიდ აეროპორტში აფეთქება ადგილობრივი დროით, 22:15 საათზე მოხდა. თურქეთის ოფიციალურ პირთა განცხადებით, აფეთქება ორმა თვითმკვლელმა პირმა განახორციელა.
მათგან ერთ-ერთმა, აეროპორტის ტერიტორიაზე, ცეცხლი კალაშნიკოვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით გახსნა, ხოლო შემდეგ თავი აიფეთქა.


არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალქეები არიან.
Print