უცხოეთი
ათათურქის აეროპორტში აფეთქებების შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა

თავდასხმა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.


წინასწარი მონაცემებით, სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში აფეთქების შედეგად, გარდაცვლილია ათი
და დაშავებულია 50-მდე ადამიანი. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თავდასხმა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. 
ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მეორე ტერმინალის შესასვლელთან აიფეთქა თავი.

ამჟამდ აეროპორტიდან მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. ყველა რეისი გაუქმებულია.

 


Print