უცხოეთი
თურქეთის პრეზიდენტმა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ბოდიში მოიხადა
ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ბოდიში მოიხადა.
ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დიმიტრი პესკოვის თქმით, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გასული წლის ნოემბერში ჩამოგდებული "სუ24-ის" მფრინავის ოჯახს მიუსამძიმრა და ნებისმიერი ინიციატივის შესრულებაზე მზაობა გამთქვა. ერდოღანმა ასევე რუსულ-თურქული ურთიერთობების დარეგულირების იმედიც გამოთქვა.
თურქეთის პირველი პირის თქმით, მფრინავის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ალფ-არსლან ჩელიკზე ოფიციალურმა ანკარამ ძებნა უკვე გამოაცხადა.
თურქულმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუსული თვითმფრინავი Су-24 2015 წლის 24 ნოემბერს ჩამოაგდეს.
თურქული მხარის ცნობით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფდა.
მაშინ Су-24-ის მფრინავი ოლეგ პეშკოვი, რომელმაც კატაპულტირება შეძლო, "ბოევიკებმა" მოკლეს.

Print