უცხოეთი
გირვანქა სტერლინგი გაუფასურებას განაგრძობს

 

რეფერენდუმის შედეგების გამო გირვანქა სტერლინგი გაუფასურებას განაგრძობს.
აზიის ბირჟებზე ვაჭრობის განახლებისთანავე, ბრიტანეთის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ 3 პროცენტით დაეცა.
ევროსთან მიმართებაში კი პროცენტ ნახევრით.
რეფერენდუმის შემდეგ პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმაც.
ჯორჯ ოსბორნის თქმით, ქვეყანა მზადაა გამოწვევებს გაუმკლავდეს, თუმცა ისიც აღიარა, რომ ფინანსურ ბაზარზე ბრიტანეთს არასტაბილურობა ელის.

 

Print