უცხოეთი
ლიბანში აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

 

სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება 13 მა ადამიანმა მიიღო.

ლიბანში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სირიის საზღვარზე მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება 13 მა ადამიანმა მიიღო. დაშავებულთა შორის ლიბანის არმიის ჯარისკაცები არიან.
ადგილობრივების თქმით, საზღვრის სიახლოვეს სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.




 

Print