უცხოეთი
ჩინეთში ტურისტულ ავტობუსში 35 ადამიანი ცოცხლად დაიწვა
ავტობუსში 56 ადამიანი იმყოფებოდა. 11 მათგანი ჰოსპიტალიზებულია.
ჩინეთში ხუნანის პროვინციაში ტურისტულ ავტობუსში 35 ადამიანი ცოცხლად დაიწვა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ავტობუსში 56 ადამიანი იმყოფებოდა. 11 მათგანი ჰოსპიტალიზებულია , მათ შორის ოთხი მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია.
ინციდენტი დილით მოხდა. ავტობუსი ტრასაზე ბარიერს შეეჯახა, რის შედეგადაც ბენზინი გადმოიღვარა და რამდენიმე წამში ცეცხლმა მთელი ავტობუსი მოიცვა.
ავტობუსის მძღოლი პოლიციამ დააკავა.

Print