უცხოეთი
გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობამ ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი

რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, მოსახლეობის  52% ევროკავშირიდან გასვლის, 48% კი, დარჩენის მომხრეა.

გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობამ მხარი ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა. სანდერლენდში ხმებს ამ წუთებშიც ითვლიან, სადაც მონაცემები მხოლოდ 5 საარჩევნო უბნიდან არ არის დათვლილი.

ამ დროისთვის დატოვებას მხარი არჩევნებზე მისულთა 52%-მდე დაუჭირა.

ოფიციალური შედეგები რამდენიმე საათში გამოცხადდება. ხმის დათვლის პარალელეურად ფუნტმა სტერლინგმა 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია.
"გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის"" (UKIP) ლიდერმა 23 ივნისს, გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის დღე უწოდა.
ნიჯელ ფარაჯის თქმით აღნიშნულმა არჩევნამა ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტი მთლიანად შეცვალა

"გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის" (UKIP) ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯის განცხადებით, რეფერენდუმის დღე , გაერთიანებულ;ი სამეფოს ისტორიაში დამოუკიდებლობის დღედ შეიძლება ჩაითვალოს

"თუკი არაფერი შეიცვალა, ეს იქნება უბრალო ნამდვილი ხალხის გამარჯვება. დაე ეს დღე გაერთიანებულ;ი სამეფოს ისტორიაში დამოუკიდებლობის დღედ ჩაითვალოს. ჩვენ დავამარცხეთ, ბანკები, მულტინაციონალიზმის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები რომლებიც ამ დროის მანძილზე გვატყუებდნენ. ამ გამარჯვებით ჩვენ დავბრუნდით არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიისთვის არამდე მთელი ევროპისთვისაც",- ნაიჯელ ფარაჯი.

რეფერენდუმის ოფიციალურ შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

 

Print