უცხოეთი
თურქეთ-სირიის საზღვარზე 11 ადამიანი დაიღუპა
დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.

11 ადამიანი დაიღუპა თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად.
სირიაში მყოფი სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, თურქმა მესაზღვრეებმა მოსახლეობას ცეცხლი იმ მომენტში გაუხსნეს, როდესაც ისინი სირიიდან თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციითმ დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. ოფიციალური ანკარა აღნიშნულ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავს ინციდენტს საზღვარზე ადგილი არ ჰქონია.

Print