საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 37 ათასი იქნება
2017
წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 37 000
იქნება.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა,
ანა დოლიძემ შეიარაღებული ძალების რაოდენობის შესახებ ეროვნული
უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტს დღეს წარუდგინა.
დოლიძის თქმით, საბჭოს გადაწყვეტილების
შესაბამისად, სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისათვის არა უმეტეს
37 000 კაცით განისაზღვრება.
შეიარაღებული ძალების რაოდენობას
საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს.