თავდაცვა
„ჩვენ შევეცადეთ, რომ აბსოლუტურად ნატოს შესაბამისი სარდლობები გვყოლოდა“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობების შექმნა ჯარის ეფექტიანად მართვისთვის განხორციელდა.

„ეს იდეა ჩემი ნამდვილად არ არის, შეიარაღებულ ძალებში სარდლობების შექმნაზე დიდი მოთხოვნა იყო, თუმცა, გადაწყვეტილების მიღება ყოვნდებოდა. უშიშროების საბჭოს შევთავაზეთ ეს წინადადება და, საბედნიეროდ, მივიღეთ თანხმობა. ორივე სარდლობა უკვე ფუნქციონირებს. ჩვენ შევეცადეთ, რომ აბსოლუტურად ნატოს შესაბამისი სარდლობები გვყოლოდა და ერთი უჯრედი მაინც შეგვექმნა შეიარაღებულ ძალებში, რომლებიც შეიქმნებოდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ხდება“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა მედიის წარმომადგენლებისთვის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.

Print