თავდაცვა
თინა ხიდაშელმა სამხედრო სავალდებულო გაწვევა გააუქმა

 

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს.
შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.
"ჩემი ერთ-ერთი დაპირება იყო სავალდებულო გაწვევის გაუქმება. მე ვთქვი, რომ 2017 წლიდან სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება. საქართველოს შეიარაღებული ძალები ღირსეულია და ყველას უნდა სურდეს იქ მსახურობა, ვისაც არ სურს, ძალით არ წავიყვანთ. მე თქვენი თანდასწრებით ვაწერ ხელს ბრაძანებას, რომ სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება", განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ხიდაშელის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ თავდაცვის შემდგომი მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მას მისი ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს.
"ჩემს შემდგომ მინისტრებს, ვისაც არ მოეწონება, თავად უნდა გააუქმონ ეს ბრძანება", - აღნიშნა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელმა მედიას ერთი წლის ანგარიში წარუდგენა.


 

Print