თავდაცვა
თინა ხიდაშელი:უჩა ძოძუაშვილი არ დაბრუნდება
"დელტა"-ს ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, "დელტა"-ს ყოფილ ხელმძღვანელ უჩა ძოძუაშვილს თანამდებობაზე არ დააბრუნებს.
თინა ხიდაშელმა ამის შესახებ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით,"დელტა"-ს ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
" მოკვლევა დასრულდა. პირველადი შედეგები სახეზეა და ჩვენ უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ კონკურსს ამ თანამდებობაზე, უჩა ძოძუაშვილი არ დაბრუნდება" , - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

Print