თავდაცვა
მიღება ამერიკულ სამხედრო ავიამზიდზე
ამერიკულ სამხედრო ავიამზიდზე "ჰარი ტრუმანი" მაღალი რანგის სტუმრებისთვის სპეციალური მიღება გაიმართა.
საბერძნეთში, სოუდას ყურეში, კუნძულ კრეტასთან ამერიკულ სამხედრო ავიამზიდზე "ჰარი ტრუმანი" მაღალი რანგის სტუმრებისთვის სპეციალური მიღება გაიმართა.

აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდზე მოწყობილ ღონისძიებებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილე ნიკოლოზ აგლაძე დაესწრნენ.

მიღებაზე იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ ჯ. კონერი, ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი, შტაბის უფროსი, მალტას შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები.

სტუმრებმა ავიამზიდის საგემბანო ავიაცია და მასზე განთავსებული ტექნიკა დაათვალიერეს, გაეცნენ სამხედრო ხომალდის მუშაობის პრინციპს და სპეციალურად მათთვის მოწყობილ ავიაშოუსაც დაესწრნენ.

ღონისძიებების დასასრულს "ჰარი ტრუმანის" წარმომადგენელმა ქართველ სტუმრებს პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.


Print