სპორტი
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია
კიდევ ერთი მედალი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
ქართველმა მძიმეწონოსანმა ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ამერიკელი მეტოქე 31 წამში 10:0 დაამარცხა.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, მძიმე წონაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა დამამშვიდებელ წრეში კანადელი ქორი ჯერვისი 9:2 დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი, 22 წლის პეტრიაშვილი ამერიკის ნაკრების წევრ ტერველ დლაგნევს დაუპირისპირდა.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უკვე შვიდი მედალი აქვს მოპოვებული, რომელთაგან ორი ოქროა.
Print