სპორტი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ქართველი სპორტსმენი ფინალში იაპონელ რეი ჰიგუჩის დაუპირისპირდა. შეხვედრა ანგარიშით 3:3 დასრულდა, თუმცა ბოლო ქულა ხინჩეგაშვილმა აიღო, რაც ფრეს შემთხვევაში, მოგებას ნიშნავს. 

რაც შეეხება ნახევარფინალს, ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალური შეხვედრა ბულგარელ ვლადიმირ დუბოვთან გამართა და ანგარიშით 8:4 დაამარცხა.

ეს საქართველოს დელეგაციისთვის მეორე ოქროს მედალია. პირველი ოქროს მედალი ეროვნულ ნაკრებს ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა.

Print