სპორტი
ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის პრიზიორი გახდა
ვარლამ ლიპარტელიანი  ვერცხლის  მედალოსანია.

რიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტი   90-თ  კგ-მდე    წონითი კატეგორიაში  ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ფინალურ შეხვედრაში ლიპარტელიანი იაპონელ    მაშუ    ბეი-კერთან     ერთი    იუ-კოთი   დამარცხდა.

ლიპარტელიანმა   დაჯილდოების ცერემონიის დროს ემოციების    შეკავება     ვერრ  შეძლო.

ამ   დროისთვის     საქართველოს    ნაკრებს   რიოს   ოლიმპიადაზე     ერთი    ვერცხლის    და   ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.  მანამდე     კი  ბრინჯაოს     მედლის     მფლობელი ძიუდოისტი     ლაშა  შავდათუაშვილი   გახდა.

დღეს საქართველოს ღირსებას ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი დაიცავა. ქართველი სპორტსმენი 32-ედ ფინალში ბრიტანეთის წარმომადგენელს შეხვდება.

Print