სოციალური ქსელი
ელისო კილაძე პროკურატურაში დაიბარეს

გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ  კილაძე სოციალურ ქსელში წერს.


„2016 წლის 15 აგვისტოს გავავრცელე რამდენიმე ვიდეო ფრაგმენტი,რომელიც მკაფიოდ და თვალნათლივ ცხადყოფს,რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ"ქართული ოცნების"მთავარი ნარატივი ე.წ.ცოცხების კადრები დადგმულია

გუშინ გავრცელდა "ეს შენ გეხებას"განცხადება,რომელშიც მთავარი აქცენტი გაკეთებულია არა პატიმართა წამებასა და დაცინვაზე,არამედ იმაზე რომ ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ჩემს მიერ გავრცელებული კადრების დაბლოკვა იმ მოტივით რომ ფირზე შესაძლებელია პატიმართა იდენტიფიკაცია და უნდა დაიწყოს გამოძიება ფირის წარმომავლობის და გავრცელების ფაქტზე.

საქართველოს მთავარი პროკურატურა,რომელიც რუსი ოლიგარქის ხელში მთავარი პოლიტიკური იარაღია,ოპერატიულად გამოეხმაურა ამ განცხადებას და დღეს12:00 წუთზე გამოკითხვაზე ვარ დაბარებული.

მიუხედავად იმისა,რომ გამოკითხვის პროცესი ნებაყოფლობითია და შემიძლია უარი ვთქვა მასზე,მივიღე გადაწყვეტილება გამოძიების კითხვებს ამომწურავად ვუპასუხო.

ბ-ნ შოთაძეს შევახსენებ,რომ მასალა რომელიც გამოვაქვეყნე ჯერ კიდევ 2013 წელს ციხის კადრების გამავრცელებელი პირების მიერ სრულად წარდგენილია მთავარ პროკურატურაში ,ხოლო გასულ წელს ჩემს ხელთ არსებული აუდიო და ვიდეო მასალები დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩემს მიერ ნებაყოფლობით წარდგენილია ქ.თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში.( გამოძიების შედეგი ჩემთვის ამ დრომდე უცნობია)

შეგახსენებთ,რომ ჩემს მიერ გავრცელებული კადრები არ არის პირადი ცხოვრების ამსახველი,მოპოვებულია სრულიად ლეგალურად და გავრცელებულია კანონის სრული დაცვით.

გამომდინარე იქიდან რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა ქვეყანაში არ არსებობდეს დამოუკიდებელი მედია,რომელიც ამხელს მის დანაშაულებრივ რეჟიმს,დაიგეგმა და განხორციელდა რამდენიმე პროვოკაცია,რომელიც მიზნად ისახავდა ჩემს დაკავებას ( ერთ ერთი დეპუტატის პირადი ფირის რედაქციაში მოტანის ჩათვლით ), არ გამოვრიცხავ რომ დაწყებული პროცესი შეიძლება მიმართული იყოს გაზეთ"ქრონიკა+"ის წინააღმდეგ და არჩევნების წინ მის დასახურად",-წერს ელისო კილაძე.

 

Print