სოციალური ქსელი
თინა ხიდაშელი: ან მანტია გაიხადეთ, ან პოლიტიკური განცხადებები აკეთეთ

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელი  სოციალურ ქსელ Facebook-ის  პირად გვერდზე  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს.

„1საკონსტიტუციოს ყველა დროის საუკეთესო მოსამართლემ მითხრა გუშინ "მოსამართლე თავის სათქმელს გადაწყვეტილებებში ამბობსო", და ზუსტად ასეა.

2. ან მანტია გაიხადეთ, ან პოლიტიკური განცხადებები აკეთეთ. ეს რა უბედურებაა. სასამართლოს ეს ჯგუფი, ის ჯგუფი, პასუხი, პასუხის პასუხი, მერე კიდევ პასუხის პასუხი.

3. თუ რამე გაქვთ სათქმელი, თუ კონსტიტუციას და სამართლებრივ წესრიგს ემსახურებით კარი დახურეთ, მანტია ჩაიცვით და გადაწყვეტილებებში თქვით თქვენი სათქმელი.

4. ისე ვერ დაგემშვიდობებით, სულ ნაცების არიანო ეგ ბოროტებიო და საკონსტიტუციო გადატრიალებას გვიწყობდა ყოფილი რეჟიმიო, წერილი დაწერილა გუშინ და რად უნდათ საკონსტიტუციო გადატრიალება, საკუთარ მაჟორიტარებს შეხედეთ, დაკვირვება და დიდი შრომა კი არ გინდათ, მხოლოდ სია გადაიკითხეთ სამხრეთიდან ჩრდილოეთით, დასავლეთიდან აღმოსავლეთით და გადატრიალება რად უნდა ნაცმოძრაობას, თავად ლანგარზე შემოდებულს აბრუნებთ“,- წერს ხიდაშელი.

 

Print