სოციალური ქსელი
"სამხედროებმა ჩვენი საკეთებელი უნდა ვაკეთოთ, არ აქვს მნიშვნელობა მწყობრში ვდგავართ, თუ მწყობრს გარეთ"
"დღეს ბევრს გაუკვირდა, ბევრმა დამირეკა სუსიდან თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე" - წერს სოციალურ ქსელში ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე

ეს ხომ არაა ახალი თემა? გავიხსენოთ: ირაკლი ოქრუაშვილი - პროკურატურა-შსს-თავდაცვა, გიორგი ბარამიძე-შსს-თავდაცვა, დავით კეზერაშვილი-ფინანსური პოლიცია, დიმიტრი შაშკინი-სასჯელაღსრულება-განათლება-თავდაცვა, ბაჩანა ახალაია-სასჯელაღსრულება-თავდაცვა-შსს. ირაკლი ალასანიაც უშიშროებიდანაა, მერე თავდაცვაში იყო, უსაბი, გაერო-თავდაცვა და ა.შ. 

სუსი თან სახელმწიფო სტრუქტურაა. თან უსაფრთხოება გვსურს, როცა მსოფლიოში ტერაქტები ხდება, თან ინსტიტუტს ვაკნინებთ. რა ვიცი, რა ვიცი... რატომ არ შეიძლება სუსიდან გადმოყვანა? ზოგადად არაა მიზანშეწონილი ძალოვანი უწყებების და სპეცსამსახურების კადრების გაცვლა, ე.წ. კარუსელები ამ უწყებებში, მაგრამ ამას სხვა მიზეზები აქვს 

ლევან იზორიას საერთოდ არ ვიცნობ. სუსიდან რომ გადმოვიდა არაფერს ნიშნავს ამ შემთხვევაში. მთავარია როგორი მინისტრი იქნება, როგორ მოადგილეებს მოიყვანს და ა.შ.

ოდესმე მივა სახელმწიფო იქამდე, რომ კადრები არ გავანიაოთ და მინისტრებად, ან სამოქალაქო ბლოკის სხვადასხვა თანამდებობებზე გადამდგარი სამხედროები მოგვევლინებიან. 

ახლა აშშ-ის გამოცდილება ვნახოთ, ავიღებ ზედიზედ ბლო 4-5 თავდაცვის მინისტრს:
1. ეშტონ კარტერი-1993 წლიდან თავდაცვის დეპარტამენტში, ბოლო წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
2. ჩაკ ჰეიგელი - ვიეტნამის ომის ვეტერანი,
3. ლეონ პანეტა - თავდაცვის მინისტრად ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსის პოსტიდან გადმოინაცვლა,
4. რობერტ გეიტსი-60-იან წლებში მსახურობდა საჰაერო ძალებში, შემდეგ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში, თავდაცვის მინისტრად ცენტრალური დაზვერვის დირექტორის პოსტიდან გადმოინაცვლა,
5. დონალდ რამსველდი - გადამდგარი სამხედრო, მსახურობდა საზღვაო ავიაციაში, მინისტრობამდე ასევე იყო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ბუშის დროს.

თუ აშშ-ში შეიძლება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან, ჩვენთან რატომ არ შეიძლება სუსიდან? თუ სადმე რაიმე დარღვევაა, ან თუ პიროვნულია, ამაზე ვწეროთ. თორემ ინსტიტუტების დაკნინება არაა სწორი.

მე 7 წელი ვიმსახურე ერთ-ერთ სპეცსამსახურში და ვამაყობ ამ წლებით, ისევე როგორც თავდაცვის სამინისტროში სამსახურით. 

არ მიმაჩნია სწორად ასეთი განცხადებები.

ჩვენს სამხედროებს მივმართავ: ჩვენ, პროფესიონალმა სამხედროებმა ჩვენი საკეთებელი უნდა ვაკეთოთ, არ აქვს მნიშვნელობა მწყობრში ვდგავართ, თუ მწყობრს გარეთ. ეს საკეთებელი სამშობლოს სამსახურია. ჩვენი საქმე არაა ვის გვინიშნავენ მეთაურად, მინისტრად, გენერალური შტაბის უფროსად, ჩვენი (ამ შემთხვევაში თქვენი, რადგან მე მწყობრს გარეთ ვარ) საქმე სამსახურია. წარმატებებს გისურვებთ ამ ყველაზე საამაყო საქმეში!

ამირან სალუქვაძე ბრიგადის გენერალი
Print