სოციალური ქსელი
მერამდენე ტრაგიკული ისტორია, მერამდენე სიცოცხლე?!...
დანაშაულებრივ რეჟიმს შეწირული კიდევ ერთი მსხვერპლი!!!
სულხან მოლაშვილი.... დანაშაულებრივ რეჟიმს შეწირული კიდევ ერთი მსხვერპლი!!!... ასე ეხმიანება სოციალურ ქსელ ფეისბუქის  პირად გევრდზე უმრავლეოსობის წევრი, მანანა კობახიძე კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის გარდაცვალების ფაქტს.
"ერთ წამში ყველაფერი თავიდან გამახსენა ამ ადამიანის წასვლამ, ტრაგიკულად წასვლამ ამ ქვეყნიდან...
ციხის საავადმყოფო, აუტანელი სუნი, კიბეები, რომელზეც ბევრჯერ, უნებლიედ შევჩერებულვარ, რათა ზეწარგადაფარებული პატიმრისთვის გზა დამეთმო, რომელსაც ისე უბრალოდ, აუღელვებლად მიაქანებდნენ ბოლო გზაზე... არაამქვეყნიური ხავილი, რომელსაც მხოლოდ იქ გაიგონებდით... სასოწარკვეთილი თვალები, რომლებიც მუდამ შველას ითხოვდნენ.. საკანი სათვალთვალო კამერით და ჩურჩულით მოყოლილი ამბავი, წამების ამბავი... შემდეგ ბრძოლა, უსასრულო ბრძოლა, რომლის შედეგიც არ იცი, მაგრამ იცი, რომ მას ყოველთვის აქვს აზრი... მთავარია, არ დაგვაგვიანდეს... სულხან მოლაშვილი.... დანაშაულებრივ რეჟიმს შეწირული კიდევ ერთი მსხვერპლი!!!... ძალიან ვწუხვარ, უზომოდ ვწუხვარ!!! ვუსამძიმრრებ მის ოჯახს, შვილებს, თათიას, რომელსაც ახლა ვიცი, ძალიან უმძიმს... ელენეს, რომელიც მაშინ სულ პატარა, სამი წლის ასაკში მამასთან ციხეში ჩუმად შეყავდათ...
მერამდენე ტრაგიკული ისტორია, მერამდენე სიცოცხლე?!...",- წერს მანანა კობახიძე

Print