სოციალური ქსელი
რა სამხილები გადასცა ნინო მიქიაშვილმა მთავარ პროკურატურას?
"2010 წლის 7 ივლისს, თბილისში, ვასო აბაშიძის ქუჩაზე არსებული ქანდაკებების საცავიდან 16 ქანდაკება მოიპარეს, ხოლო 2014 წლის ზაფხულში დუშეთში ჟინვალის არქეოლოგიური ბაზიდან 2 618 ექსპონატი გაიტანეს."
"2010 წლის 7 ივლისს, თბილისში, ვასო აბაშიძის ქუჩაზე არსებული ქანდაკებების საცავიდან 16 ქანდაკება მოიპარეს, ხოლო 2014 წლის ზაფხულში დუშეთში ჟინვალის არქეოლოგიური ბაზიდან 2 618 ექსპონატი გაიტანეს",
ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქი პირად გვერდზე  წერს.
ნინო მიქიაშვილმა სამხილები მთავარ პროკურატურას  დღეს გადასცა.
რაც ასევე რამდენიმე დღის წინ  სოციალურ ქსელში დაანონსა:"ისეთ სამხილს ჩავაბარებ, ასმაგად გააქტიურდება პროკურატურა"

"უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, 2008 წლიდან მოყოლებული წერილობით მიმართავდა და კონკრეტული დაცვითი ღონისძიებების განხორციელებას სთხოვდა.
წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელი ძარცვის საფრთხეზე მიუთითებდა. ბატონ ლორთქიფანიძეს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. შედეგი დადგა ასეთი - 2010 წლის 7 ივლისს, თბილისში, ვასო აბაშიძის ქუჩაზე არსებული ქანდაკებების საცავიდან 16 ქანდაკება მოიპარეს, ხოლო 2014 წლის ზაფხულში დუშეთში ჟინვალის არქეოლოგიური ბაზიდან 2 618 ექსპონატი გაიტანეს.
უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობაზე აღარ არის, ხოლო დავით ლორთქიფანიძე დღემდე ეროვნული მუზეუმის დირექტორია და ლამის ყოველ თვე ბრეჟნევივით მკერდზე ორდენებსა და მედლებს იკიდებს.
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათები საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს ჩავაბარე და დავით ლორთქიფანიძის დაკითხვა მოვითხოვე. ხსენებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ქანადაკებების საცავის გაქურდვის შემდეგ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა მომხდარის შესახებ არც უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინეს და არც პატრულს (!).
პროკურატურასთან დღეს მხოლოდ "მაესტრო" და "რუსთავი 2" იყვნენ მოსულები. დაპირების მიუხედავად სხვა ტეელვიზიები არ მოსულან. მე ტელევიზორს გვიანობამდე ვერ ვნახავ და თუ ამ ორ არხზე სადმე თვალს მოკრავთ აღნიშნულ თემაზე სიუჟეტს, გთხოვთ, აქ დაწეროთ, ან პირადში მომწეროთ, რომელსაათიან გამოშვებაში გავა ინფორმაცია",-წერს სოციალურ ქსელში ნინო მიქიაშვილი.

Print