საზოგადოება
საბურთალოს ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე 
გაზმომარაგება საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩა №3, №5, გაგარინის I შესახვევი №1 და პეკინის ქუჩა №43-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სახლების მოსახლეობას შეუწყდება.
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
”მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის”, - ნათქვამია ინფორმაციაში
Print