საზოგადოება
თბილისში მწვანე პროტესტი გრძელდება
შიმშილობის მეექვსე დღე დედაქალაქის მერიასთან.

მოთხოვნები უცვლელია.  ნატა ფერაძე  მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის და მისი მოადგილის ნუგზარ კახნიაურის გადადგომას ითხოვს. როგორც ფერაძე აცხადებს, აუცილებელია სასამართლო ამ მაღალჩინოსნების მოღვაწეობის პერიოდით დაინტერესდეს და დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ.  ნატა ფერაძემ შიმშილობა ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის შემდეგ დაიწყო.  სამშენებლო მოედანზე ხეების მოჭრის საქმეს პროკურატურა იძიებს.

Print