საზოგადოება
ვლადიმერ ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა
შესაბამისი ცნობა მან პროკურატურისგან უკვე მიიღო.
ბედუკაძე აცხადებს, რომ  მისთვის უცნობია რის საფუძველზე მიიღო პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება. საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით, ვლადიმერ ბედუკაძეს განსაკუთრებული თანამშრომლობისათვის  საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ჩასვეს მოწმის დაცვის პროგრამაში და დაუნიშნეს სახელმწიფო დაცვა..
ვლადიმერ ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვის მოხსნას  სოციალურ ქსელში ეხმიანება ვლადიმერ ბედუკაძე.

„გუშინ „მაესტროს“ ეთერით „ქართული ოცნების“ ერთ- ერთმა ლიდერმა წინასწარ, სასამართლოს თუ ცესკო-ს ნაცვლად დაადასტურა, რომ ფაქტობრივად უკვე მიღებულია გადაწყვეტილება "ცენტრისტების" აკრძალვის შესახებ. ამავე დღეს მიხსნიან სახელმწიფო დაცვას. ალბათ, საქართველოს კანონმდებლობა რომ ითვალისწინებდეს, მოქალაქეობასაც ჩამომართმევდნენ.

საჯაროდ ვაცხადებ, ჩემს მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ კრიმინალურ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საქართველოს მთავარ პროკურორს ვაკისრებ“, - წერს ვლადიმერ ბედუკაძე სოციალურ ქსელში.
Print