საზოგადოება
სამტრედიაში 22 წლის ბიჭმა თავი მოიკლა

უბედური შემთხვევა სამტრედიაში. 22  წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც ირკვევა   გარდაცვალებამდე მან  წერილიც  დაწერა სადაც ახალგაზრდა   სამართალ დამცავის მხრიდან   ზეწოლაზე საუბრობს.

წერილში, რომელიც გარდაცვლილის მეგობრის თქმით, დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ "პოლიციელი გოდერძი თევზაძე მემუქრებოდა, ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა". წერილის მიხედვით, პოლიციელმა გარდაცვლილი 2016 წლის 7 აგვისტოს სცემა.

მომხდარ ფაქტზე, შსს-ში ჯერჯერობით კომენატრი არ გაუკეთებიათ.

 

Print