საზოგადოება
ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად პაატა ბატიაშვილი დაინიშნა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად პაატა ბატიაშვილი წარადგინა.

ბატიაშვილი 2012-2015 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილის  პოსტს  იკავებდა, ხოლო 2015  წლიდან დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსი  იყო.

მინისტრმა  დეპარტამენტის   ყოფილ ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა,  ახალს კი წარმატებები უსურვა.

 

Print