საზოგადოება
უწყებათაშორისმა კომისიამ 2016 წლის არჩევნებისთვის რეკომენდაციები გამოსცა

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებისათვის, მორიგი  რეკომენდაციები გამოსცა.

კომისიის სხდომა, რომელზეც რეკომენდაციები იქნა მიღებული, 10 აგვისტოს, იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.

უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, წინასაარჩევნო პერიოდში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების მიერ წარდგენილი სიების, წარმომადგენლებისა თუ დამკვირვებლების რეგისტრაციისას ხარვეზების თავიდან ასაცილებლად, არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, თავი შეიკავონ არსებული გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების სახელდებისგან.

იმ შემთხვევაში კი, თუკი სახელდება აუცილებლობითაა განპირობებული, კომისია მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უმოკლეს ვადებში განახორციელონ ნუმერაცია და, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, თავი შეიკავონ გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების გადანომვრისგან.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომის რეკომენდაციები იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული

 

Print