საზოგადოება
საპროტესტო აქცია უკრაინის საელჩოსთან

 

პოლიტიკურმა პარტიამ „ჩვენი სამშობლო“ ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნით უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა უკრაინის პრეზიდენტსა და ხელისუფლებას მოუწოდეს, შეინარჩუნოს საქართველოსთან მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა და   ექსპრეზიდენტი   სააკაშვილი საქართველოს გადმოსცენ.

მომიტინგეებს   უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა, რომელსაც აქციის მონაწილეებმა ერთობლივი პეტიცია გადასცეს და საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.

დიპლომატის თქმით, ის აქციის მონაწილეთა პეტიციას, უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას გააცნობს.

 

Print