საზოგადოება
მდინარე გუბისწყალში ორი ძმა დაიხრჩო

სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში, მდინარე გუბისწყალში  ორი ახალგაზრდა დაიხრჩო.

გარდაცვლილები 19 და 21 წლის ძმები  ვანიკო და თემურ ვაშაკიძეები არიან.

ისინი  მდინარეში ბანაობდნენ.  ერთ-ერთი მათგანი იხრჩობოდა და მეორემ დახმარება სცადა, თუმცა ვერ შეძლო.

ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა ამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

Print