საზოგადოება
პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა 15 აგვისტოს გაიხსნება
პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა 15 აგვისტოს გაიხსნება.

ახალი ესტაკადა საცობებისგან განტვირთავს ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს. აღსანიშნავია, რომ ახალი ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება და ესტაკადის ქვეშ აღმოჩენილი ქალაქის ნანგრევები შენარჩუნდება. ამასთან, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, რაც ტურისტლი თვალსაზრისით და ვიზიტორების გადაადგილების კუთხით აღნიშნულ ტერიტორიას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, თბილისის მერი დავით ნარმანიავიცე-მერთან, ლაშა აბაშიძესთან და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილან ერთადპუშკინის ქუჩაზე ორმხირვი მოძრაობის აღდგენისა და გზის გაფართოების სამუშაოებსადგილზე გაეცნო და კონტრაქტორ კომპანიას ბოლო მითითებები მისცა.

 

Print