საზოგადოება
პრეზიდენტი საინიციატივო ჯგუფის წევრებს აღარ შეხვდება

პრეზიდენტთან ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების სიანიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრა აღარ შედგება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა.

”საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზად იყო შეხვედროდა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს, თუმცა, დღეს რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია კონფრონტაციის და შანატაჟის ენა და უარი განაცხადა ამ კონსულტაციაზე, რაც ნათლად ავლენს ამ ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს. აქედან გამომდინარე, დათქმული შეხვედრა აღარ შედგება”, -განაცხადა ანა დოლიძემ.

პრეზიდენტის შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ავლაბრის სასახლეში დღეს, 17:00 საათზე უნდა გამართულიყო.

 

Print