საზოგადოება
თამარ სანიკიძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უხელმძღვანელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოოდ უკვე ჩამოყალიბდნენ.

„გუშინ, მე და თამარი საბოლოოდ ჩამოვყალიბდით - საუბარია ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრზე, რომელიც არის განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყება.
Print