საზოგადოება
”ისლამურმა სახელმწიფომ” თარხან ბათირაშვილის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა
დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მედიასაშუალებები თარხან ბათირაშვილის
დაღუპვის შესახებ  ინფორმაციას ავრცელებენ.
დაჯგუფების მედია სააგენტო "AMAQI” წერს, რომ თარხან ბათირაშვილი რომელიც უფრო ცნობილია, როგორც უმარ ალ-შიშანი, საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა.
ისლამისტების ცნობით, თარხან ბათირაშვილი ერაყის ქალაქ მოსულთან მდებარე დასახლებულ პუნქტ შირკატში საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დაქვემდებარებაში მყოფი საინდორმაციო საშუალებები უმარ ალ-შიშანის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ.

თარხან ბათირაშვილი საქართველოს მოქალაქე იყო. ის "ისლამური სახელმწიფოსთვის" ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა. ბათირაშვილი ე წ. ომის მინისტრის პოსტს იკავებდა.
Print