საზოგადოება
ნატოს ვარშავის სამიტის მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან
ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან.

 


 

ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ღვინო სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის ჩამოისხა.

"ასევე ქართული ღვინით გაუმასპინძლდება საკუთარ კოლეგებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი სამიტის ფარგლებში დაგეგმილ საპატიო ვახშამზე.

ქართული ღვინო საჩუქრად გადაეცემათ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს"- აცხადებენ სამინისტროში.

ღვინოს ეტიკეტზე სამიტის ლოგო აქვს დართული და ასევე მითითებულია, რომ სასმელი სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის დამზადდა.

Print