საზოგადოება
საქართველოში რეალიზებული საწვავის შემადგენლობა განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით

საქართველოში რეალიზებული საწვავის შემადგენლობა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, ავტოგასამართი სადგურებიდან ბენზინის და დიზელის სინჯები აიღეს.

ლაბორატორიული კვლევისას ბენზინში ოქტანობის, ტყვიისა და გოგირდის, ხოლო დიზელის საწვავში ცეტანობისა და გოგირდის  შემცველობა განისაზღვრა. დადგინდა, რომ ჩამოთვლილი ნივთიერებები საწვავში განსაზღვრულ ნორმებს აკმაყოფილებს.

სინჯები სპეციალისტებმა კომპანიების: „ბი პი“ -ს, „ინტეგრანი 2“ -ს, Trade Team Georgia-ს, „ფრეგო”-ს, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, „რომპეტროლ საქართველოს“, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“, „ლუკოილ-ჯორჯიას”, „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ავტოგასამართი სადგურებიდან აიღეს.

 

 

Print