საზოგადოება
თურქეთის ელჩი საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს მადლობას უხდის
საქართველოს სოლიდარობისა და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის
საქართველოში თურქეთის ელჩი, ზექი ლევენდ გუმრუქჩუ საქართველოს სოლიდარობისა და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.
ელჩის თქმით, საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოხატა მწუხარება და სოლიდარობა თურქეთი, თურქი ხალხის მიმართ, მოხმდარს მალევე გამოეხმაურნენ პრეზიდენტი მარგველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანელიძე.
"მადლობა მინდა გადავუხადო საქართელოს სოლიდარობისა და თანანშრომლობისთვის, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოხატა მწუხარება და სოლიდარობა თურქეთის, თურქი ხალხის მიმართ. მალევე გამოეხმაურნენ მომხდარს პრეზიდენტი მარგველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანელიძე, პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელი, ოპოზიცია, თუ ხალხი. ყველა გვისამძიმრებს. მადლობელი ვართ ამისთვის, რადგან ასეთი ტიპის სოლიდარობა და ნამადვილი მეგობრობა გვაძლიერებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში",-განაცხადა ელჩმა.

Print