საზოგადოება
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა.
ომარ მარგოშვილი თურქეთში სამუშაოდ ერთი წლის წინ  წავიდა
პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები 44 წლის ომარ მარგოშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ოჯახმა ერთი საათის წინ შეიტყო.
როგორც დუისში ავხადებენ, ომარ მარგოშვილი თურქეთში ერთი წლის წინ სამუშაოდ წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა.
გუშინ სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში მცხოვრები ასლანგებ ბორჩაშვილი.

Print