საზოგადოება
სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა

სულხან მოლაშვილი პარიზში გარდაიცვალა

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა.

ინფორმციას მაესტროსთან სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი ადასტურებს.
თორნიკე მოლაშვილის თქმით,, სულხან მოლაშვილი დღეს, დილით 07:00 საათზე, პარიზში გარდაიცვალა.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა.
სულხან მოლაშვილი პარიზში სამკურნალოდ რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, სააკაშვილის ხელისუფლების დროს კორუფციის ბრალდებით დააკავეს, ის ციხეში სასტიკად აწამეს.
მოლაშვილი 4 წლიანი პატიმრობის შენდეგ გაათავისუფლეს, ის პატრიარქის თხოვნის საფუძველზე შეიწყალეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულხან მოლაშვილის ჯანმრთელობის მდომარეობა იმედანად მძიმე იყო, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთში მკურნალობდა.

 

Print