საზოგადოება
პრემიერი: ამ მძიმე წუთებში გამძლეობას ვუსურვებ თურქ ხალხს
შეძრწუნებული ვარ უდანაშაულო ადამიანების მიმართ ჩადენილი ვერაგული აქტით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტამბოლის ათათურქის აეროპორტში აფეთქების გამო მწუხრებას გამოთქვამს.

"უკიდურეს მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც.
შეძრწუნებული ვარ უდანაშაულო ადამიანების მიმართ ჩადენილი ვერაგული აქტით. ეს სისასტიკე მთელმა მსოფლიომ საერთო ძალისხმევით უნდა შეაჩეროს.
ამ მძიმე წუთებში გამძლეობას ვუსურვებ თურქ ხალხს და თურქეთის მთავრობას",- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

Print