საზოგადოება
არქიმანდრიტი გაბრიელი საზოგადოებას ბოდიშს უხდის
თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, ნუ მოძებნიან ამ სიტუაციაში მტყუან-მართალს.
შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის ინფორმაციით, არქიმანდრიტი გაბრიელი საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ინფორმაციას ამის შესახებ შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"არქიმანდრიტი გაბრიელი თავს ძალიან უხერხულად გრძნობს და ბოდიშს იხდის საზოგადოების წინაშე მომხდარი ინციდენტის გამო. ასევე თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, ნუ მოძებნიან ამ სიტუაციაში მტყუან-მართალს, რადგან აღნიშნული მხოლოდ კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მრწამსს და მორალს", - ნათქვამია განცხადებაში.
ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარმა მამა გაბრიელ კახელიშვილმა სამართალდამცველები ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაბრიელ კახელიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა.
Print