საზოგადოება
"ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი" პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე ავდასხმას გმობს

 

ალიანსის" ჯგუფი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება საქართველოში 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარალამენტო არჩევნების წინ შექმნილ მდგმარეობას.
"ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი" საქართველოში პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე ფიზიკურ თავდასხმას გმობს.
ამის თაობაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში "ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის" (ALDE) წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ:
"ევროსაბჭოს საპარალმენტო ასამბლეაში "ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის" ჯგუფი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება საქართველოში 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარალამენტო არჩევნების წინ შექმნილ მდგმარეობას.
ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ, რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის, მათ შორის ჩვენი ყოფილი და ამჟამინდელი კოლეგის, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული დევნისა და ფიზიკური თავდასხმის გამო და მოვუწოდებთ საქართველოს, რომელიც 1999 წლიდან ევროსაბჭოს წევრია, მიმართოს შესაბამის ზომებს ძაალდობაზე პასუხისმგებელი პირების გასამართლებისა და მომავალში მსგავსი ქმედებების თავდან აცილების მიზნით" - ნათქვამია განცხადებაში.

 

Print