საზოგადოება
თბილისში ახალი ავტომატური სადგურები განთავსდება
სადგურები ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაძლიერების მიზნით ვარკეთილში, წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე განთავსდება.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს იაპონიის მთავრობის დახმარებით " იაპონიის არასაპროექტო საგრანტო დახმარების ფარგლებში, მცირე და საშუალო საწარმოების პროდუქციის მიწოდების მიზნით " თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი ავტომატური სადგური გადაეცემა.

სადგურები ქალაქ თბილისში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაძლიერების მიზნით ვარკეთილში, წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე განთავსდება.

საქართველოში იაპონელი ექსპერტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად სადგურების განთავსების ადგილებზე მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს.
ავტომატური სადგურები აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რომელთა მეშვეობით ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება. გარემოს ეროვნული სააგენტო სადგურებიდან მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში მიიღებს.

Print