საზოგადოება
„Check in Georgia” ფარგლებში ბათუმში„საფესტივალო სოფელი“ გაიხსნება
"საფესტივალო სოფელი" 10 სექტემბრის ჩათვლით ყოველ დღე გაიმართება.
მთელი სეზონის განმავლობაში, სპეციალურად მოწყბილ სახლებში განთავსებულ დახლებზე წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქცია: ხალხური რეწვის ნიმუშები, ტყავის ხელნაკეთი ნივთები, კერამიკისა და ხის ნაკეთობები და სხვა. სოფელში ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო, ყველი, ჩაი და ჩურჩხელები. მოსული სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ საყვარელი პროდუქცია.
სოფელი გაიხსნება ყოველ დღე - საღამოს, 18:00 საათზე, ფოლკლორული კონცერტების პარალელურად.
"საფესტივალო სოფელი" 10 სექტემბრის ჩათვლით ყოველ დღე გაიმართება.
Print