საზოგადოება
ავიარეისები თბილისი-ბათუმისა და ნატახტარი-ბათუმის მიმართულებით

 

ფრენებს 50 ადგილიანი  CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით ყაზახური ავიაკომპანია SKYBUS  შეასრულებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს  ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა ავიარეისები შესრულდება
ფრენებს 50 ადგილიანი  CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით ყაზახური ავიაკომპანია  SKYBUS შეასრულებს.

მიმდინარე წლის 21 ივნისიდან ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას ავიაკომპანია "სერვისეარი" შეასრულებს ავიარეისებს ნატახტარი-ბათუმი- ნატახტარის მიმართულებით 17 ადგილიანი  L410 ტიპის საჰაერო ხომალდით.

ფრენების განრიგი ასეთია - ორშაბათი და ოთხშაბათი: ბათუმი-თბილისი: 07:30; თბილისი-ბათუმი: 09:00
პარასკევი: ბათუმი-თბილისი: 19:25; თბილისი-ბათუმი: 20:50
სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა: ნატახტარი - ბათუმი: 09:00; ბათუმი - ნატახტარი: 11:00.

 

Print