საზოგადოება
„კალა კაპიტალ ლიმიტედი“ ენმ-ს ბრალდებას პასუხობს
"კალა კაპიტალ ლიმიტედი" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.

"კალა კაპიტალ ლიმიტედის" დირექტორები ჯორჯ ათანასი და სუზან კალოგრეიდსი დღეს, "ჩვენ, "კალა კაპიტალ ლიმიტედის" დირექტორები ჯორჯ ათანასი და სუზან კალოგრეიდსი ვაცხადებთ, რომ კომპანიას შექმნის დღიდან არასდროს საოპერაციო-საბანკო ანგარიში კვიპროსში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში არ ქონია. შესაბამისად, არანაირი გადარიცხვა კომპანიის მიერ 2016 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. აგრეთვე, არ გაცემულა მესამე პირებზე უფლებამოსილება საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია მათ განცხადებაში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ოთარ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ის დოკუმენტები წარუდგინეს, სადაც, მათი თქმით, ასახულია, როგორ ურიცხავს "კალაკაპიტალი" ფულს კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს.
Print