სამართალი
გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დაააყაჩაღეს – დაჭრილია პოლიციელი

გლდანში, "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. დაჭრილია ერთი პოლიციელი

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაჭრილია კრიმინალური პოლიციის გლდანის განყოფილოების თანამშრომელი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, წაღებულია თუ არა ბანკიდან თანხა. როგორც  შს სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 179 -ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

Print