სამართალი
ტერაქტის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ტერაქტის მომზადების საქმეზე საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და  შვიდივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამრთლის განმარტებით, წარმოდგენილი მასალების და ინფორმაციის საფუძველზე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულებმა მიმალვის მიზნით ქვეყანა დატოვონ ან მოწმეებზე გავლენა იქონიონ.

ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ დაკავებულის ადვოკატები, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდა. ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულებია არიან: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუა. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი საქართველოს - მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილი.

Print