სამართალი
სასამართლომ მაია და გუკა რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქოს სასამართლომ ბრალდებულები მაია და გუკა რჩეულიშვილები, აგრეთვე ირაკლი მინდელი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.
ადვოკატები ირაკლი მინდელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50 ათას-ლარიანი გირაოთი შეცვლას, გუკა რჩეულიშვილისთვის 100 ათას ლარიანი გირაოს, მაია რჩეულიშვილისთვის კი 250 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ.
მოსამართლემ  დაცვის მხარის  არგუმენტაცია არ გაიზიარა.
საქმის პროკურორი მიიჩნევდა, რომ დაზარალებულებსა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე ისევ არსებობს, ამიტომ ბრალდებულები პატიმრობაში უნდა დარჩენილიყვნენ.
Print